თამარ მემანიშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი წარადგინა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იკავებდა ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ხოლო ბოლოს შსს-ს აკადემიაში ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.