ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ადვოკატი

20.01.26 16:34
ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ადვოკატი

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია ადვოკატმა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში "პატიმარი ადამიანია" გაავრცელა. 

ჩემმა ერთ-ერთმა დაცვის ქვეშ მყოფმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება. როგორც ცნობილია, სულ 11 ქალბატონს შეეხო შეწყალება"- წერა ადვოკატი. 

შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად სხვა მსჯავრდებულებიც მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.

 "ოცნების" პრეზიდენტმა აქტი გუშინ, 19 იანვარს, დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.