სინდისის პატიმრები "დანაშაულს" არ აღიარებენ - პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვს

20.01.26 20:16
სინდისის პატიმრები "დანაშაულს" არ აღიარებენ - პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვს

სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ სინდისის პატიმრებისთვის ბრალის დამძიმება და სასჯელის გაზრდა მოითხოვა. პროკურატურის პოზიციის მიხედვით, ორწლიანი პატიმრობა საკმარისი არ არის და საქმე კვლავ ჯგუფური ძალადობის მუხლით უნდა შეფასდეს.

ამ ფონზე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ივანიშილის გუნდის განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ შეწყალების აქტის გამოქვეყნების მიუხედავად, სინდისის პატიმრებს დღეს ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. დაკავებულები კვლავ არ აღიარებენ ბრალს და არც შეწყალებას ითხოვენ, რადგან თავს უკანონო ბრალდების მსხვერპლად მიიჩნევენ და ერთ წელზე მეტია გისოსებს მიღმა იმყოფებიან.

სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას პირდაპირ უპასუხა სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ. მან მოსამართლეს ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეები შეახსენა და ყურადღება სამართლის არათანაბარ გამოყენებაზე გაამახვილა. კიკნაძემ პროცესზევე სცადა დაემტკიცებინა, რომ ჯგუფური ძალადობის ბრალდება მის საქმეში საფუძველს მოკლებულია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.