ივანიშვილის გარემოცვამ ტრამპი დიფსთეითის აგენტად გამოაცხადა - ვინ დგას რეალურად წერილის უკან?

20.01.26 20:40
ივანიშვილის გარემოცვამ ტრამპი  დიფსთეითის აგენტად გამოაცხადა - ვინ დგას რეალურად წერილის უკან?

ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ყველა შესაძლო არხს საბოლოოდ წვავს. ამერიკის პრეზიდენტის მიერ მსოფლიო ავტორიტარული რეჟიმების მიმართ გამოცხადებული ხისტი პოლიტიკის ფონზე, ოლიგარქმა ამჯერადაც საჯარო სივრცეში თავისი უახლოესი იდეოლოგი ზაზა შათირიშვილი გამოიყვანა, რომელმაც ტრამპის პოლიტიკა მწვავე და კონსპირაციული კონტექსტით გააკრიტიკა.

შათირიშვილი წერს, მაგრამ გზავნილის ადრესატი აშკარად თავად ივანიშვილია - მისი „პირადი ფილოსოფოსის“ ახალი წერილი კვლავ კონსპირაციის თეორიებითაა გაჯერებული და ამერიკის პრეზიდენტს „დიფ სთეითის“ ინტერესებთან აკავშირებს.

რატომ დაიწყო ივანიშვილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეტევის ახალი რაუნდი? ამ კითხვით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართეთ. პარტიის რიგითი წევრები შათირიშვილის გზავნილებს პირდაპირ არ ემიჯნებიან და მათ ნაწილში ირიბ თანხმობასაც ავლენენ.

ოლიგარქის უკმაყოფილება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტით არ შემოიფარგლება. შათირიშვილის ახალ წერილში იკვეთება ივანიშვილის კითხვებიც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ტექსტში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კრემლი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საკუთარ მოკავშირეებს სათანადოდ აღარ იცავს. მაგალითად მოყვანილია ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური ბედი, ვენესუელის რეჟიმის სისუსტე და ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის გაურკვეველი მომავალი, რომელზეც მოსკოვი, შათირიშვილის შეფასებით, ხისტად არ რეაგირებს.

რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს ახალ საერთაშორისო კონფიგურაციაში და რას მიანიშნებს ეს გზავნილები? 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.