ევროკავშირმა შავი სიის ფორმირება დაიწყო - ბოლო გაფრთხილება ბრიუსელიდან
ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გზავნილებს ამკაცრებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით გაგზავნილი წერილი ადასტურებს, რომ ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ სანქციების მომზადებაზე მუშაობა დაწყებულია. წერილში საუბარია იმ მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც ძალადობაში, მოქალაქეების დაშინებასა და ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისკენ გადახრაში არიან ჩართული. დოკუმენტი ევროკომისარმა კრისტოფ ფრეიზას ოფისს გაუგზავნა.
წერილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება ვერ გამოუვიდა და "ოცნების" ხელისუფლებას რთული გზა ელოდება. ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, სანქციები სწრაფად და მიზნობრივად აამოქმედოს უვიზო რეჟიმის ფარგლებში არსებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით, რაც გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების დასჯას და არა მოსახლეობის კოლექტიურ პასუხისმგებლობას.
ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გამოავლენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, შეცვლის კურსს და რეალურად დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ამ ეტაპზე, როგორც წერილიდან ირკვევა, მსგავსი ნაბიჯების ნიშნები არ არსებობს. ივანიშვილის ხელისუფლებას კვლავ არ მიუღია გადაწყვეტილება პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების შესახებ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.