ვინ აძვირებს სურსათზე ფასებს - კობახიძე ქსელური მარკეტების მფლობელებს ხვდება

21.01.26 15:15
ვინ აძვირებს სურსათზე ფასებს - კობახიძე ქსელური მარკეტების მფლობელებს ხვდება

ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების მფლობელებს ხვდება. მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრა მიმდინარეობს ე.წ. ფასების კომისიის ფარგლებში და პარალელურად იმ გამოძიების ფონზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. "ოცნების" პრემიერის მტკიცებით, ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, რა ფაქტორები იწვევს პროდუქტებზე ფასების რეკორდულ ზრდას.

შეხვედრაზე შესვლამდე მსხვილი სუპერმარკეტების წამომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჩვენ გვაინტერესებდა, რის თქმას აპირებდნენ კობახიძესთან შეხვედრაზე, რა მიაჩნიათ ფასების ზრდის მიზეზად. 

კობახიძე ასევე გეგმავს მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრასაც.

ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასკვნა, სავარაუდოდ, აპრილში გახდება ცნობილი.