ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ "ხარებასთან" გათავისუფლების შემდეგ
მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ პირველ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა.
"ხარება" ამტკიცებს, რომ ის სისტემიდან საკუთარი სურვილით წავიდა და არავის გაუშვია. გდდ-ის ექს შეფის განცხადებით, მისთვის თანამდებობა არავის შეუთავაზებია, თუმცა "თუ ქვეყანას დასჭირდა, დაბრუნდება".
„ახლა გაიგე [რომ არ ვმუშაობ], მე [სისტემაში] არ დავბრუნებულვარ და არც ვაპირებ არსად დაბრუნებას. თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდები და რა თქმა უნდა გავაგრძელებ. არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა და ბევრს აინტერესებს და არა-თქო ვამბობ. სისტემიდან რა თქმა უნდა ჩემი სურვილით წავედი, ეს ყველამ კარგად იცის. მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ. დავჭირდები ჩემ სამშობლოს, გავაგრძელებ ჩვეულებრივ", - აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.
ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა 2025 წლის 10 ივნისს დატოვა. „ხარებას“ სასტიკი დარბევების გამო სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.