ტრამპის წარმომადგენლის ვიზიტი რეგიონში საქართველოს გვერდის ავლით - როგორია ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი

26.01.26 21:15
ტრამპის წარმომადგენლის ვიზიტი რეგიონში საქართველოს გვერდის ავლით - როგორია ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი

ვიზიტი რეგიონში საქართველოს გვერდის ავლით - თებერვალი ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი თვეა, დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ სამხრეთ კავკასიაში  ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვა და სომხეთ-აზერბაიჯანთან უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო შეთავაზებები ექნება. რეგიონში ვიზიტი ისე ჩაივლის, რომ საქართველო ჯეი დი ვენსის დღის წესრიგში არ იქნება. აღნიშნულზე "ოცნების" პრემიერი პასუხისმგებლობას იხსნის.

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ საქართველოს დღის წესრიგს მიღმა დარჩენის მიზეზი არა იმდენად რეგიონულია, რამდენადაც პოლიტიკური. "ქართულმა ოცნებამ" ტრამპის გაპრეზიდენტებიდან 1 წლის თავზეც ვერ მოახერხა ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისგან ყურადღების მოპოვება და ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.

კობახიძის აღიარება დაადასტურა კახა კალაძემაც. "ოცნების" გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" წარუმატებლობას არ აღიარებს და ყველაფერს "დიფ სთეითის" წინააღმდეგ ტრამპის არაეფექტურ ბრძოლას უკავშირებს.  

ვიდრე "ოცნება" ამერიკასთან ვერ დაულაგებელ ურთიერთობებს სხვადასხვა გამოგონილ მტერს აბრალებს, ფაქტია, რომ რეგიონში დიდი სატრანზიტო ცვლილებების დრო დგება და ამ ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში კი ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი.  საქართველო უალტერნატივო სატრანზიტო ფუნქციას კარგავს და რეგიონში შექმნილ ახალ კონკურენტულ გარემოს დიდად ვერც ვერაფერს უპირისპირებს.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას სიუჟეტში