"გაიწვიეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას" - პოლონეთის წარმომადგენელი გაეროში
გაეროში პოლონეთის წარმომადგენელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ასევე უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება.
- ცნობისთვის, დღეს, ჟენევაში, საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართა.
გაიწვიეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, მეორე, უზრუნველყავით დამოუკიდებელი გამოძიება ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, გაათავისუფლეთ ყველა ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტები და თვითნებურად დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები," - განაცხადა პოლონეთის წარმომადგენელმა.