"არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ბრძოლა პუტინის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ" - ჯეიმს მაკკლირი
ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში შაბათს, 24 იანვარს, თბილისში გამართული მარშის ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ ბრიტანეთმა ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარი უნდა დაუჭიროს.
მისი თქმით, არ უნდა დაივიწყონ საქართველოს ბრძოლა პუტინის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ბრძოლა პუტინის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
ბრიტანეთმა უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში," - წერს მაკკლირი.