ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა

27.01.26 10:17
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის ელჩი საქართველოში მიხაილო ბროდოვიჩი იქნება. დიპლომატის დანიშვნის შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 26 იანვარს მოაწერა. 

მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში," - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2022 წლიდან, იგორ დოლჰოვის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, ვაკანტური იყო. ამ პერიოდში უკრაინას თბილისში წარმოადგენდნენ საქმეთა დროებით რწმუნებულები. ბოლოს, 2025 წლიდან საქმეთა დროებით რწმუნებულის თანამდებობას რომან იაკოვენკო იკავებდა.

მიხაილო ბროდოვიჩი წლების განმავლობაში იგი იკავებდა კონსულის თანამდებობებს სტამბოლში უკრაინის გენერალურ საკონსულოში, უკრაინის გენერალური კონსულის თანამდებობებს კრაკოვში, ხოლო 2015 წლიდან 2022 წლამდე იყო უკრაინის ელჩი სლოვენიაში.