"გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი" - საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში

27.01.26 11:18
"გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი" - საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში

 

 

"გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი" - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ განაცხადა. 

  • ცნობისთვის, გუშინ, 26 იანვარს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. 

გვსურს, შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ: უზრუნველყავით სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების. უზრუნველყავით მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი. უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების უფლებების სრული პატივისცემა. 

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. იბრძოლეთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ," - განაცხადა კლერ ტუოდემ.