კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

27.01.26 11:45
კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

ირაკლი კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა - განკარგულების თანახმად, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ სახელმწიფო დაცვის ღონისძიებები 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

დოკუმენტში მითითებულია, რომ დაცვა დაინიშნა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“.

დაცვის პროცესს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) უზრუნველყოფს, სახელმწიფო დაცვის სტანდარტების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები