ადვოკატი განმარტავს, რატომ არის "არასწორი" თბილისში დაკავებული რუსი აქტივისტის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენება
საქართველოში რუსი აქტივისტის, მიხეილ ტიმოფეევის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საექსტრადაციო პატიმრობა უსაფუძვლოა და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. ადვოკატის თქმით, ტიმოფეევი სპეციალურ კვებაზეა წლების განმავლობაში და დაკავებისას შესაბამისი პირობები არ ჰქონია.
დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ ინტერპოლმა სექტემბერში მოხსნა მისი ძებნა, ხოლო თავად ტიმოფეევი ოპოზიციურად განწყობილი პირია და სერგეი ფურგალის თანამოაზრე, რის გამოც რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, სერიოზული რისკები არსებობს.
ფაქტობრივად, მთელი ერთი დღე და ღამის განმავლობაში იგი იყო მშიერი სწორედ იმ საფუძვლით, რომ ის ვერ იღებს იმ კვებას, რაც გამოყოფილია ყველა პირისთვის. ანუ, ის არის სპეციალურ კვებაზე წლების განმავლობაში მას შემდგომ, რაც იგი მოხვდა რუსეთის ციხეში და რაც ის იქ დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას.
სექტემბერში უკვე ინტერპოლმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, მისი ძებნის მოხსნის თაობაზე და შესაბამისად, სასამართლზოეც სწორედ ვაპელირებდით ამ დოკუმენტზე, რომ მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობა არ უდა გამოყეებულიყო.
ბატონი მიხეილ ტიმოფეევი იყო ოპოზიციურად განწყობილი, იყო ოპოზიციური პარტიის, ფურგალის თანაშემწე წლების განავლობაში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საერთო სასამართლოები არ გაითვალისწინებენ ჩვენს პოზიციას, მიხეილ ტიმოფეევის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრება სერიოზული საფრთხე, - ამბობს რუსუდან მჭედლიშვილი.
„დოჟდის“ ინფორმაციით, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოში დააკავეს რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის თანაშემწე, მიხეილ ტიმოფეევი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მარტიდან იმყოფებოდა და ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან მისი თქმით, პუტინის ხელისუფლება მას დევნიდა.
გამოცემის ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აიყვანეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს აძლევს საშუალებასა ოფიციალურად მიმართოს საქართველოს მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.