"საქართველო რუსეთთან პოლიტიკურად უფრო დაახლოვდა" - ფინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიში
"საქართველო რუსეთთან პოლიტიკურად უფრო დაახლოვდა" - ამის შესახებ ფინეთის სადაზვერვო სამსახურის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტში განხილულია რუსეთის გავლენების შესუსტება სამხრეთ კავკასიაში, ასევე ნათქვამია, რომ თუ როგორო შეასუსტა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთობა ოფიციალურ მოსკოვთან.
"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთი მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩა, მიუხედავად იმისა რომ მისი გავლენა შესუსტდა. მან დაკარგა მისი გავლენა, როგორც საგარეო რეგულატორმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. ორივე ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან შესუსტდა. მეორე მხრივ კი საქართველო რუსეთთან პოლიტიკურად უფრო დაახლოვდა" - წერია ანგარიშში.