არ უნდა დავყოთ საქართველო - მეუფე იაკობი "ჭეშმარიტ ოპონირებას" მიესალმება
"მხარეებად არ უნდა დავყოთ საქართველო"- ამის შესახებ მეუფე იაკობმა
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
წმინდა სინოდის წევრი ჭეშმარიტი ოპონირების მომხრეა.
ქადაგებისას მაღალმა იერარქმა ხელისუფლება და ოპოზიცია დალოცა და წარმატებები უწოდა:
"მხარეებად არ უნდა დავყოთ საქართველო, აბსოლუტურად ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ მთავრობა თუ წარმატებული იქნება, ჩემი ერი იქნება წარმატებული, ასევე ოპოზიცია თუ წარმატებული იქნება, ჭეშმარიტ ოპოზიციას ვამბობ, ჭეშმარტიტ ოპონირებაზე ვლაპარაკობ. გაანვითარების უკეთსი აზრი უნდა მივაწოდოთ. რომ იცოდეთ, ჩვენთან ეკლესიაში, სინოდის წევრებს სხვადასხვა აზრები გაქვს, მაგრამ როდესაც უშუალოდ ღმერთზე და ქართულ საქმეზე მიდგება საქმე, ერთად ვართ" - თქვა სასულიერო პირი.