მეუფე გრიგოლი: ქრისტიანულ ღირებულებების დაცვაზე მოწოდებები პოლიტიკის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს

27.01.26 17:39
მეუფე გრიგოლი: ქრისტიანულ ღირებულებების დაცვაზე მოწოდებები პოლიტიკის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს

ქრისტიანულ ღირებულებების დაცვაზე მოწოდებები პოლიტიკის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს -
ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილის) 27 იანვარს სადღესასწაულო ქადაგებისას ისაუბრა.

„დღეს თანამედროვე საქართველოში მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდანაც გაისმის ხოლმე საუბარი და აქტიური მოწოდება თუ განცხადება, რომ ქრისტიანულ ღირებულებებს სჭირდება დაცვა. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ასეც უნდა იყოს, ამას ჩვენ ვიზიარებთ, თუმცა აქ არის ერთი „მაგრამ“. ვფიქრობთ, რომ უკიდურესი სიფრთხილეა აქ საჭირო, რომ ეს კეთილშობილური განზრახულობა,  „უნებლიედ“, პოლიტიკის ინსტრუმენტად არ იქცეს,  რაც უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა უპირველესად ეკლესიისათვის და მრავალჭირნახული ქართული სახელმწიფოებრიობისთვის[...]

ვფიქრობ, ეკლესიის შვილთათვის დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რომ ქრისტიანული ეკლესიის გარდამოცემას, ტრადიციებს, ღირებულებებს, სჭირდება სათუთად მოპყრობა და მოფრთხილება, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია მხოლოდ კონსტიტუციური ჩანაწერებით ან სხვადასხვა სახის ფორმალობებით. საქმე მარტივადაა (ან ძალიან რთულადაც კი)! ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, სჭირდება ქრისტიანული მრწამსისადმი ერთგულება, ქრისტიანული ღირებულებების თანახმად ეკლესიურად ცხოვრება, და ქრისტიანული აზროვნება!“, - აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.