“პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან, რომელიც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ისაუბრებს

27.01.26 18:33
“პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან, რომელიც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ისაუბრებს

ჰელსინკის კომისია საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენისთვის ემზადება. საგანგებო მოსმენას სამი მოწვეული  სპიკერი ჰყავს. ერთ-ერთი  "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორ ლორა თორტონია, რომელმაც „პირველებს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

თორნტონი “ტვ პირველთან“ დეტალურად ყვება, რა იქნება მისი მთავარი სათქმელი კონგრესის წინაშე. 

მისი თქმით, ისაუბრებს რეპრესიულ კანონებზე, რომელიც “ოცნებამ“ მიიღო და ასევე იმაზეც, თუ როგორ უსწორდება ოპოზციონერ ლიდერებს და უშვებს ციხეში.

ვფიქრობ, დაგეგმილი მოსმენა სხვადასხვა საკითხებს შეეხება.  უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გამახვილდება ბოლო დროს საქართველოს პარლამენტის მიერ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით მიღებულ კანონმდებლობაზე. ჩემ სათქმელს რაც შეეხება, ვისაუბრებ “ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკ ტრაექტორიაზე, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლისა და კრემლთან მისი უფრო მჭიდრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ბრიფინგი შეეხება საკითხების ფართო სპექტრს - ძირითადად ქართული დემოკრატიის შელახვას, რომელიც სწრაფად მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. ეს ყველაფერი საქართველოში ავტოკრატიის განმტკიცების გაგრძელებაა. ისინი არღვევენ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ტროტუარზე დგომის ან პირბადის ტარების გამო ვინმეს დაპატიმრება აშკარად საერთაშორისო წესების დარღვევაა. მთავრობის ან უსაფრთხოების სამსხურის კრიტიკის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შელახვაა. და რა თქმა უნდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების აკრძალვის ყველა მცდელობა აშკარად უკანონოა. ამიტომ, ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველი, თუმცა არა გასაკვირია, რადგან ვფიქრობ ყველა ეს ნაბიჯი საქართველოს რუსიფიკაციის გაგრძელებაა. ეს კი გულდასაწყვეტია, რადგან ქართველების უმრავლესობა დემოკრატიის, ევროკავშირის და დასავლეთის მომხრეა, მაგრამ მათ ჰყავთ რეჟიმი, რომელიც ამ ყველაფერს ძირს უთხრის, - უთხრა “პირველებს“ თორნტონმა.