მწვავე კრიტიკის სამი საათი - საქართველო გაეროს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა
გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ყველაზე ხშირად გაჟღერებული მოთხოვნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა. საერთაშორისო პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ დელეგაციას პირდაპირ უთხრეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და ადამიანის უფლებები ირღვევა. ევროპაში არ დარჩენილა სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევისთვის არ გააკრიტიკა. აღნიშნულ განცხადებებს ადგილზე ესწრებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძე.
სამი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტები იყვნენ. განცხადებებში საუბარი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტპატიმრების არსებობაზე, ჟურნალისტების დაშინებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე, რეპრესიული კანონების მიღებაზე, საპოლიციო ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებზე. პარტნიორების შეფასებით, აღნიშნული ნიშნები ავტორიტარული მმართველობისთვის არის დამახასიათებელი.
ამ განცხადებების შემდეგ ალექსანდრე დარახველიძე პარტნიორებს არწმუნებდა, რომ 2024 წლის აქციების დროს პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არ იყენებდა. მის პოზიციას მხარი რუსეთის წარმომადგენელმა დაუჭირა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა დადებითად შეაფასა.
ვრცლად ნახეთ ინცა ცარციძის რეპორტაჟში.