რა მოუტანა ქვეყანას "ოცნების" მმართველობამ - ჰელსინკის კომისია მოსმენისთვის ემზადება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ განიხილება. სხდომაზე, სადაც საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და დასავლეთთან ურთიერთობების ცვლილება.
საქართველოს საკითხი ასახულია ასევე ფინეთის დაზვერვის ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანში გავლენას კარგავს, საქართველო რუსულ ორბიტაზე გადადის.
ანგარიშისა და საერთაშორისო შეფასებების განხილვა გაგრძელდება ვაშინგტონში, სადაც ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილია საქართველოს საკითხზე მსჯელობა.
ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ მოსმენამდე ერთი დღით ადრე, ლორა თორნტონმა „ტვ პირველთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რომელთა წამოწევას კონგრესის წინაშე აპირებს. თორნტონი ერთ-ერთია იმ სამი მომხსენებლიდან, რომლებიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ჰელსინკის ორპარტიულ კომისიას დეტალურ ანგარიშს წარუდგენენ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.