მიხეილ ყაველაშვილმა 59 პირი შეიწყალა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეწყალა.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლეობა.
„კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს“, - წერია განცხადებაში.
ვის შეეხო შეწყალება ამ დროისთვის უცნობია.