მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

27.01.26 22:54
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

ბოჭორიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დადებით დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები" , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში