ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი საგანგებო მოსმენა გადაიდო
ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო.
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული. ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე იყო დაანონსებული.