საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები იმყოფებიან - დაგეგმილია "ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა
საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები იმყოფებიან - ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
კონგრესის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავენ როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან:
მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას"- წერია განცხადებაში.