ზურაბიშვილი პაპუაშვილს პასუხობს: ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც ჯერ დილის 5 საათია

28.01.26 14:40
ზურაბიშვილი პაპუაშვილს პასუხობს: ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია "- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებაზე საუბობს. 

სალომე ზურაბიშვილმა ამინდის ტაბლო გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ამ დროისთვის ვაშინგტონში -13 გრადუსია

"ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია"- თქვა დღეს ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა დღეს  ჰელსინკის კომისია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის "საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა", როდესაც მოწმედ "პრეზიდენტ ტრამპის მტერს - ლორა თორნტონს".

როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიას“ მიეკუთვნებიან იწვევენ მოწმედ ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰელსინკის კომისიამ რამდენიმე საათის წინ, X-ზე დაწერა, რომ  საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო.