მარკეტა გრეგოროვა: "ოცნების" წინააღმდეგ საჭიროა სანქციები

28.01.26 17:28
მარკეტა გრეგოროვა: "ოცნების" წინააღმდეგ საჭიროა სანქციები

 

 

ევროპარლამენტის მიერ გაფართოების ახალი დოკუმენტის დამტკიცების პარალელურად, ევროდეპუტატები "ოცნების" ხელისუფლების დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

მარკეტა გრეგოროვა "ევრკოსკოპთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ BBC-ის გამოძიებაში ასახული ფაქტები, რომლებიც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მიუთითებს, ევროკომისიის მხრიდან რეაგირებას და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას უნდა დაედოს საფუძვლად. მისი თქმით, მხოლოდ ძალადობის მიუღებლობაზე გაკეთებული განცხადებები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა მიდგომა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდა შეცვალოს, მათ შორის - სანქციების გზით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრანტების დაზიანებაზე არიან პასუხისმგებელი.

გრეგოროვა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნების მიზანშეწონილობას არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე და აღნიშნავს, რომ სტატუსი არ ეხმარება მოქალაქეებს, თუ ევროკავშირს არ ახლავს უფრო ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მექანიზმები ხელისუფლების ქმედებებზე რეაგირებისთვის.

ძალიან მინდა, გავიგო, რის გაკეთებას გეგმავს ევროკომისია ბიბისის მიერ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს დამოუკიდებელი გამოძიებაა, რომელიც მიუთითებს რომ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია და საერთაშორისო კანონი დაირღვა . ეს ძალიან დიდი საკითხია, რომელზეც მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს. გარდა იმისა, რომ კაია კალასმა და მარტა კოსმა, კომისიამ, რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომ ძალადობა მიუღებელია, ამან ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობასთან უნდა შეცვალოს. ვფიქრობ, რომ ეს სანქციებისთვის შესაძლებლობას გვაძლევს, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც, დემონსტრანტებს ერთი წლის წინ ზიანი მიაყენა და ეს ისევ გრძელდება. ასე, რომ ჩემი პირველი კითხვაა, ჩატარდება თუ არა გამოძიება კომისიის მხრიდან? და ამ მიგნებებიდან გამომდინარე, იქნება თუ არა ძლიერი რეაქცია ანუ სანქციები. და კიდევე ერთი კითხვა გვაქვს, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს. რადგან ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშია ახლა საქართველო, მისი მთავრობის გამო. ეს ევროკავშირთან ღია ომს ჰგავს. რისთვს არის კარგი კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს არ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, მათ სჭირდებათ აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის დახმარება, ვიდრე ის სტატუსი, რომელიც მათმა მთავრობამ არაფრის გამო მიიღოო.  
 

კომისიას ასეთი მექანიზმი აქვს. ეს შეიძლება მოხდეს იმავე გზით, როგორც ევროკაშირი სადამკვირვებლო მისიას აგზავნის, რომელშიც მეც ვიყავი. შეიძლება იყოს ინფორმაციის შემგროვებელი მისია, ეს გულისხმობს დაზარალებულ ადამიანებთან გასაუბრებას, ექიმებთან , რომლებიც მათ მკურნალობდნენ, რა შედეგები მოჰყვა ამ დაზიანებებს . ასევე ეს გულსხმობს ექსპერტებთან საუბარს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე , ვინც კარგად იციან, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად ასეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას, შემდეგ კი დასკვნების გამოტანას. კომისიას ეს ძალა აქვს. და გაოცებული ვარ, რომ მათ ეს ბერკეტი ჯერ არ გამოიყენეს, რადგან, ეს პოლიტიკური ნების საკითხია. საქართველოს პრიორიტიზაცია, ასეც ვიტყოდი. ჩვენ მაინც შეგვიძლია მეტის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მხარდაჭერა სანქციებთან დაკავშირებით არ გვაქვს, - ამბობს გრეგოროვა. 

ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობს მოლოდინი, თითქოს „ქართული ოცნება“ კურსის შეცვლას შეძლებს, თუმცა თავად ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად არ სურს, ბრიუსელმა ფინანსური და პოლიტიკური რეაგირების უფრო მკაცრი მექანიზმები უნდა აამოქმედოს, მათ შორის, დაფინანსების შეჩერება და სანქციების დაწესება. 

ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება თუ იმიჯი, არ ვიცი რა დავარქვა, რომ "ქართული ოცნება" აზრს შეიცვლის, ამაში ეჭვი მეპარება. თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ამჟამინდელ მთავრობას არ სურს ევროკაშირის წევრობა , მაშინ ისინი სათანადოდ მოქმედებას დაიწყებენ. უკვე შეჩერდა კონკრეტული დაფინანსებები, რომელიც რეფორმებისთვის იყო განკუთვნილი. საბლოო ჯამში, ევროკავშირი ისევ დიდ ფულს აგზავნის საქართველოს მთავრობისთვის, რა თქმა უნდა, ისინი ამას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებენ, რომელიც ხშირ შემხთვევაში, ევროკაშირს ვნებს. ამიტომ, ეს უნდა შეჩერდეს, უნდა დაწესდეს სანქციები, მათ უნდა იგრძნონ, რა გავლენა ექნება ევროკავშირზე უარის თქმას. ყველამ იცის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო რამდენიმე ისეთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს, სასამართლ;ოს დამოუკიდებლობის კუთხით. ის სულ უფრო მეტად კონტროლდება მთავრობის მხრიდან, სულ უფრო ნაკლები გამჭვირვალობაა, მედია უფრო მეტად კონტროლდება, უცხოური აგენტების კანონში არის შეზღუდვები მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, მედიის წინააღმდეგ არის ცილიმწამებლური კამპანია. ამიტომ, არ სურს "ქართულ ოცნებას" ევროკავშირში გაწევრიანება. მსოფლიოში ასე ყველაფერი ვერ გაგრძელდება. ყველაფერი დომინოს პრონციპით ჩამოიშლება. როცა უკრაინა ჩვენი დახმარებით დაამარცხებს პუტინს, ამას დომინოს ეფექტი ექნება, იმის გათვალსწინებით, რაც საქართველოში ხდება, რადგან, "ოცნების" რეჟიმი ყველაფერს რუსეთის შიშზე აგებს. თუ მათ რუსეთის არ შეეშინდებათ, ისინი ევროკავშირს დაუბრუნდებიან, - ამბობს გრეგოროვა.