საქალაქო სასამართლოში „სასახლის ღობის საქმის“ განხილვა დასრულდა - რა მოხდა პროცესზე
სასახლის ღობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დასრულდა. დღეს პროცესი 13 პირის საქმეზე საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.
პარალელურად, სასამართლომ იმსჯელა ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე დამატებითი მტკიცებულებების საქმეში დართვის თაობაზე, რასაც დაცვის მხარის მწვავე პროტესტი მოჰყვა.
დაცვის მხარის შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით იყო დაყენებული. ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაციის საქმეში დართვას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, თუმცა სასამართლომ დაცვის პოზიცია არ გაიზიარა.
პროკურატურას ჰქონდა შუამდგომლობა დაყენებული დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე, ეს არის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც იყო სრულიად უსაფუძვლო გამომდინარე იქიდან, რომ სამ თვეზე ეტი ჰქონდა პროკურატურას და არ წარმოადგინა კანონის გათვალისწინებულ ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ, ბუებრივია, არ გაიზიარა ჩვენი დასაბუთებული პოზიცია და დაურთო საქმეს სამედიცინო დაწესებულებიდან წამოღებული დოკუმენტები, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
დამატებითი მტკიცებულებების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს კიდევ ერთი ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტები არც ბრალდებულებს ამხელენ და არც საქმის არსებით გარემოებებს ცვლიან, რაც დაცვის მხარისთვის გაუგებარს ხდის მათ დაგვიანებით საქმეში დართვას.
უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა, ჯერ ერთი, იმგვარი მტკიცებულებების არსებით განხილვაზე შემდეგ უკვე მოტანა და საქმეზე დართვა, რომელიც მანამდეც არსებობდა და ბრალდების მხარემ თავი არ შეიწუხა, რომ მოეპოვებინა და მეორე, იმგვარი მტკიცებულებები, რომელსაც მამხილებელი ხასიათი არ აქვს და არცერთ ბრალდებულზე არაფერს ამბობს, - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
პარალელურად, პროკურატურა კვლავს სასახლის ხელშ ჩაგდებაზე, ნივთების სროლასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე აპელირებს.