როგორ შეიძლება მედიკამენტების გაიაფება?

28.01.26 20:16
როგორ შეიძლება მედიკამენტების გაიაფება?

რა შეიძლება დაემატოს იაფი წამლების სიას, რომელის ფასსაც ბაზარზე უკვე მეოთხე წელია, მთავრობა თავად არეგილირებს. ეს იყო მთავარი ამბავი, რაც კობახიძემ დღეს ბიზნესთან გაარჩია. სად არის გამოსავალი "ოცნების" ლიდერს დღეს, ფარმაცევტუმლმა კომპანიებმა უთხრეს: "თუ გვინდა რომ მედიკამენტები უფრო იაფი ღირდეს, ქართულ წარმოებას მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი". 

როგორც აღმოჩნდა, ერთი შეხვედრა ფასების დასარეგულირებლად საკმარისი არ არის - დიდი ალბათობით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო - შემადგენლობაში სამთავრობო გუნდთან ერთად იქნებიან ფარმაცევტული კომპანიების მფლობელებიც. "ოცნებას" მოუწევს ბიზნესმენების პრეტენზიების დაკმაყოფილებაც და კანონმდებლობისა და მინისტრების დადგენილებების ცვლილებაც, მათ შორის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილების - აზარაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით საქართველოში წამლების რეგისტრაცია გართულებულია.

იაფი მედიკამენტი არ ნიშნავს ეფექტურს, რა შეიძლება მოხდეს თუ სააფთიაქო ქსელებში მხოლოდ მედიკამენტები იაფი ანალოგები დარჩება?  ბიზნეს სექტორის აზრით - თამაშის წესები მთავრობამ ისე უნდა დაარეგულიროს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას. 

ნინო ღვედაშვილი დეტალებით