ევროკავშირის გაფართოების ახალ სტრატეგიაში საქართველო ვერ მოხვდა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია, თუმცა საქართველო ამ კონტექსტში ნახსენები არ არის.
სპეციალისტების შეფასებით, 2030 წელი ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს იქნება, როცა ევროგაერთიანების კარი ერთდროულად რამდენიმე ქვეყნისთვის გაიხსნება, მაგრამ ამ მოცემულობით, არა საქართველოსთვის.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ოცნება ბელორუსის ბედს გაიზიარებს, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ არის.