წინასწარ დაგებული მახე? - რა აჩვენა პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმის ანალიზმა

28.01.26 20:53
წინასწარ დაგებული მახე? -  რა აჩვენა პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმის ანალიზმა

4 ოქტომბრის საქმე, როგორც ოცნების მიერ წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგი - ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნა ასეთია. სამი თვის წინანდელი მოვლენების ანალიზი, ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი პროცესები ორგანიზაციას უღრმავებს ეჭვს, რომ ამ დღის მთავარი შემოქმედი "ქართული ოცნებაა". ვრცელ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ათონელის სასახლის ღობის ნაწილი ამ მოვლენებში გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ვიდეო მასალები აჩენს განცდას, რომ ღობის წაქცეული სექცია წინასწარ იყო დაზიანებული.

TI-ის ცნობით, მასზე კანონდარღვევებით ჩატარებული ექსპერტიზა, განადგურებული მთავარი მტკიცებულება და მანამდე გაკეთებული მინიშნებები აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ 4 ოქტომბერს ოცნებამ ძალადობის პროვოცირება განზრახ მოახდინა.

ათონელის სასახლესთან მომხდარ მოვლენებს 60-ზე მეტი მოქალაქის დაკავება მოჰყვა. მათ ნაწილს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით ედება, ნაწილს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას აბრალებენ. დაკავებულებს შორის არიან ორგანიზატორები, რომელთა განცხადებები იურისტების შეფასებით ძალადობისკენ მოწოდებას არ ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბრალდებების სამართლებრივი კვალიფიკაცია პრობლემურია და საქმეში ამ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დასკვნა სასახლის ღობის საქმეზე - რუსუდან დუმბაძე დეტალებით