"ლაპარაკი იმაზე, რომ ფასები გაიაფდება აბსოლუტურად არასწორია" - ივა ჭყონია
"ლაპარაკი იმაზე, რომ ფასები გაიაფდება აბსოლუტურად არასწორია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, საქართველოში არანაირი კანონი არ არსებობს, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას.
ივა ჭყონიამ აღნიშნა, რომ ფასებთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა გიორგი გახარიასთან, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. ამასთან, პრემიერობის დროს მაღალ ფასნამატზე თემა წამოჭრა ირაკლი ღარიბაშვილმაც, თუმცა "დაახლოებით ერთ თვეში აბსოლუტურად შეწყდა ყველანაირი მოძრაობა".
დღეს არანაირი კანონი არ არსებობს, რაც შეუწყობს ფასების სტაბილურობას ხელს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ფასები გაიაფდება აბსოლუტურად არასწორია. ანუ ფასების სტაბილურობა შეგვიძლია გამოვიწვიოთ იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ევროპამ მიიღო 2019 წელს, მიიღო ევროპამ გაცილებით ადრე, მაგრამ 2019 წლიდან ევროკავშირმა დაავალდებულა თავისი ყველა წევრი ქვეყანა მიეღო კანონი არასამართლიანი ვაჭრობის შესახებ. რა თქმა უნდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგალითად იგივე ამ კანონთან დაკავშირებთ, რომელზეც მე მქონდა საუბარი, ჩემ სოციალურ ქსელში დავდე, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ, აწ უკვე ბრალდებულ გიორგი გახარიასთან მქონდა შეხვედრა, ზუსტად ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვსაუბრობდი, რომ სასწრაფოდ იყო გასაკეთებელი.
საკმაოდ კარგი იყო იგივე ღარიბაშვილმა ეს თემა როცა წამოწია, ოღონდ მაშინ პირდაპირ დაარტყა იმპორტიორ კომპანიას, სადისტრიბუციო კომპანიებს, რომ თურმე მარალი ფასნამატი ჰქონია და იქაც შემდეგ, როცა გაირკვა დაიწყო საუბარი ზუსტად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა როგორც კი დაიწყო საუბარი დაახლოებით ერთ თვეში აბსოლუტურად შეწყდა ყველანაირი მოძრაობა, მე არ ვიცი რატომ, თუმცა ის ადამიანები დღესაც სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებულები..." - განაცხადა ივა ჭყონიამ.