"არ მგონია, რომ "ოცნებას" ეყოფა გამბედაობა, კომპეტენცია, ლეგიტიმაცია რეალური დებატებისთვის" - ლევან ცუცქირიძე
"არ მგონია, რომ მათ ["ქართულ ოცნებას"] ეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია, ლეგიტიმაცია რეალური დებატებისთვის" - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დებატები, რომელზეც "ოცნება საუბრობს, არის "ივანიშვილის პარტიას, ივანიშვილის პარტია N1-ს, N2-ს, N3-ს და N4-ს შორის".
ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ თუ დებატები იქნება პირდაპირ ეთერში, პირისპირ ისინი მიიღებენ მონაწილეობას და "ოცნებას" დაამარცხებენ.
რომელ დებატებში, ჩვენ ვლაპარაკობთ დებატებზე და არა რაღაც სიმულაციაზე. როგორც კი თქვეს ამათ ["ოცნებამ"], როგორც კი ახსენებს დებატების შესახებ, მე ვთქვი, რომ თუ ასეთი დებატები შედგება, აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა, იმ მძიმე შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. თუმცა, სხვა გადაცემაში ვთქვი, რომ მე არ მგონია, რომ ისინი მზად არიან, მათ ეყოფათ ან გამბედაობა, ან კომპეტენცია, ან ლეგიტიმაცია რეალური დებატებისთვის. დღეს რაც გამოაცხადეს მათ, ეს არის დებატები ივანიშვილის პარტიას, ივანიშვილის პარტია N1-ს და ივანიშვილის პარტია N2-ს, N3-ს და N4-ს შორის. ეს არ იქნება რა თქმა უნდა დებატები. დებატები არანაირად არ ნიშნავს ვიღაცის აღიარებას, ლეგიტიმაციას და პირდაპირ ვეტყვი მათ თუ ამის შესაძლებლობა მექნება, იმას რასაც რუსთაველზე და პარლამენტის წინაც ვამბობ, მაგრამ თუ იქნება რეალური დებატები, რომელიც იქნება პირდაპირ ეთერში, პირისპირ, ჩვენ მათ დავამარცხებთ ამ დებატებში. მარა ისინი ამ დებატებში ვერ შემოვლენ და უკვე თქვეს ამის შესახებ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვეუბნები მე ჩემ პირისპირ მდგომ ადამიანს, რომელი პარტიის პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს, არამედ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც უსმენენ და უყურებენ ამ დებატები იქნება თუ რამე სხვა.
მე ამ დებატებზე არ ვაპირებ, თუ ასეთი რაღაც იქნება, მისვლას იმისთვის, რომ მათ დადგმულ წარმოდგენაში მივიღო მონაწილეობა.
ოპოზიციაში რომ არსებობს განსხვავებული აზრები ეს ნორმალურია და ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ქვეყანაში გვქონდეს განსხვავებული აზრის ქონის გამოთქმის და განსხვავებული პოლიტიკური კურსის განვითარების შესაძლებლობა, ეს ძალიან ნორმალურია," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.