სალომე ზურაბიშვილი "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მიერ "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებას ეხმაურება.
- ცვლილების მიხედვით, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება.
სალომე ზურაბიშვილის გამარტებით, აღნიშული დაუნდობელი ნაბიჯია, რათა "ოცნებამ" ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება.
ტერორი საქართველოში - ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს," - წერს სალომე ზურაბიშვილი.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს - შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.