კალასი „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე - ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს
„ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, კიდევ უფრო გაამკაცროს გრანტების შესახებ კანონი, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა isaubra.
მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს:
ველოდები, რომ ზოგიერთი მინისტრი ამ საკითხს წამოჭრის, როგორც ამას ადრეც ვაკეთებდით. ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ფუნდამენტური თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერნი. ჩვენი მოლოდინია, გადავდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც ამას ხელმძღვანელობს"- თქვა მან "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება — ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მეტიც, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტკურ პარტიის წევრობა ეკრძალება.
იკრძალება ნებისმიერი უცხოურ ორგანიზაციის დაკვეთით კვლევის მომზადებაც კი თუ წინასწარ ამის შესახებ ნებართვა არ გაქვს აღებული ქართული ოცნების მთავრობისგან.