ცაჰკნა: ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან ცუდი ამბავია - რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს

29.01.26 11:45
ცაჰკნა: ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან ცუდი ამბავია - რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს

 

 

[ქართული ოცნების] ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებებზე დასმულ კითხვასუპასუხა: 

ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს. 

„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება — ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

მეტიც, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტკურ პარტიის წევრობა ეკრძალება.

იკრძალება ნებისმიერი უცხოურ ორგანიზაციის დაკვეთით კვლევის მომზადებაც კი თუ წინასწარ ამის შესახებ ნებართვა არ გაქვს აღებული ქართული ოცნების მთავრობისგან.