მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს - მარტა კოსი "ოცნებაზე"
მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირის პერსპექტივას.
.ასე, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია ვუთხრა მთავრობას, შეწყვიტეთ ეს სისულელე, შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საწინააღმდეგო მუშაობა. მაგრამ შემდგომში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ჩვენ ზოგიერთ მათგანს ამ კვირაში შევხვდით ჩემს ოფისში. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მედიას, როგორც შეგვიძლია. გთხოვთ, გამაგრდით."- თქვა კოსმა „ევროსკოპის“ შეკითხვის კითხვის საპასუხოდ.
თამარ ნუცუბიძემ ევროკომისარს „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დაუსვა შეკითხვა.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება — ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მეტიც, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტკურ პარტიის წევრობა ეკრძალება.
იკრძალება ნებისმიერი უცხოურ ორგანიზაციის დაკვეთით კვლევის მომზადებაც კი თუ წინასწარ ამის შესახებ ნებართვა არ გაქვს აღებული ქართული ოცნების მთავრობისგან.