გიორგი ბარამიძე: აშშ-ის ორივე პარტია ისეა განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეერთებული შტატების ორივე პარტია ისეა განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს.
ამის შესახებ მან აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბარამიძემ აღნიშნა, რომ როდესაც დასავლელი პარტნიორები შეერთებულ შტატებში დაბრუნდებიან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომლები "ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოსთან მიმართებაში".
ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით, რომ ორივე პარტია ამერიკის შეერთებული შტატების არის განწყობილი ისე, როგორც უნდა იყოს საქართველოსთან მიმართებაში, რომ მათ კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რა იყო საქართველო აქამდე, როგორი სახელმწიფო იყო და ის დღეს რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში, ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და როდესაც ჩავლენ, ბუნებრივია, ის კონგრესმენები, რომლებიც საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობენ ორივე პარტიიდან, ამ ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოსთან მიმართებაში," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.