"ოცნების" ახალი რეპრესიული ცვლილებები მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადის - შეფასებები
"რეპრესიების გაგრძელება"- ასე აფასებენ იურისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნების" მიერ "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებაზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც "პირველებთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი, გოგა ხატიაშვილი აცხადებს, მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება, ივანიშვილის გუნდს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში გაჰყავს, რაც ერთის მხრივს მოქალაქეებზე კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზანდ.
ამ ინიციატივის მიხედვით, მაგალითად, მთავრობის გარეშე გრანტის მიღება მძიმე კატეგორიის დანაშაულში გაჰყავთ და ისეთი დანაშაულებიც კი, როგორებიცაა, მაგალითად მუქარა ან იძულება, ფიზიკური ძალადობა, ისიც კი არ ითვალისწინებს ამ ვადით ასეთი სიმძიმის სასჯელს", - აცხადებს ხატიაშვილი.
,„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე კი ამბობს, რომ "ოცნება" ამით საბჭოთა ტიპის კონფლიქტში შედის ყველაფერ უცხოურთან.
იმ ადამიანებს, რომლებცი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ, ადამიანეს, რომლებიც სხვადასხვა განვითარების პროექტში ინდივიდულაურად არიან ჩართულნ, თუნდაც სერვის კოტრაქტების, შრომითი კონტრაქტების საფუძველზე. ამიტომაც ერთის მხრივ ეს საბჭოთა ტიპის კონფლიქტია რაღაც უცხოსთან და უცხოეთთან, მაგრამ ამავე დროს ეს არის მიკროსკოპული კონტროლის მცდელობა საზოგადოების გაცილებით ფართო მასებზე და საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური საქმიანობის სრული გაჩერებაა", - ამბობს თამთა მიქელაძე.
თუ თქვენი ოჯახის წევრი ემიგრანტია და უცხოეთიდან ფულს გიგზავნით, თქვენ კი საჯაროდ გამოხატავთ საკუთარ უკმაყოფილებას პოლიტიკურ ვითარებაზე, შესაძლოა რეპრესიები თქვენზეც გავრცელდეს - ასეთ შეფასებას აკეთებს ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.
მისი თქმით, ეს ცვლილება შეიძლება რესპრწესიული სახით გავრცელდეს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელზე - სპორტსმენზე, პროგრამისტზე, უფლებადამცველზე, რომელსაც ხელფასს საერთაშორისო კორპორაცია უხდის.
ვთქვათ, თქვენმა ოჯახის წევრმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს (და ასეთი ყოველი მეოთხე ქართველია), გამოგიგზავნათ 100 დოლარი. ვინაიდან ეს თანხა შესაძლოა თქვენ მიერ იქნეს გამოყენებული (ანუ არა ის, რომ უკვე მოხმარდა, არამედ ის, რომ შეიძლება მოხმარდეს) ევროპის დროშის შეძენასა და საკუთარი ფანჯრიდან გადმოფენას, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანების სიმბოლოსი - სადაც ხედავთ საკუთარი ხალხის მომავალს — შესაძლოა ამის გამო 6 წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ.
უფრო მეტიც, თუ თქვენ პროგრამისტი ხართ და ხელფასს რომელიმე საერთაშორისო კორპორაცია გიხდით (მაგალითად, Google), ხოლო პარალელურად იბრძვით საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესაცვლელად, შეიძლება დამნაშავედ გამოგაცხადონ და კვლავ 6 წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ.
თუ თქვენ სწავლისთვის გრანტს მოიპოვებთ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტში (სწავლის ან კვლევის თანადაფინანსებას) და ამავდროულად Facebook-ზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებთ — სწორად გამოიცანით — თქვენც 6 წლამდე პატიმრობა გელით.
თუ თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხელფასს რომელიმე ევროპული საფეხბურთო კლუბი გიხდით, მაგრამ Instagram-ზე გააზიარებთ სტორის, სადაც ნაცემ ათასობით აქტივისტს სოლიდარობას გამოუცხადებთ, აქაც იგივე შედეგია შესაძლებელი — 6 წლამდე პატიმრობა.
თუ თქვენ ექიმი ხართ და „წითელ ჯვარში“ მუშაობთ ან წარსულში გიმუშავიათ, შესაძლოა 8 წლის ვადით პოლიტიკური პარტიის წევრობა აგეკრძალოთ.
თუ თქვენ ზოგადად საუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე — მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პოლიტიკური პარტიის წევრი ან მოქმედი პოლიტიკოსი — ახალი კანონი გაგათანაბრებთ პოლიტიკოსთან და სახელმწიფო აუდიტის კონტროლს დაგაქვემდებარებთ.
და ასე შემდეგ(აღნიშნული მაგალითები ეფუძნება „ივანიშვილის ოცნების“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მოცემულ ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის სრული ტექსტი ხელმისაწვდომი გახდება, სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო დეტალური ანალიზი.)"- წერს მშვენიერაძე.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს - შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.
- ადამიანები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.