"უნდა მოვახერხოთ, რომ შეერთებული შტატების ინტერესი მხოლოდ გაიზარდოს" - ბადრი ჯაფარიძე
აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე ვითარებისა, რომელშიც საქართველო იმყოფება, "უნდა მოვახერხოთ, რომ შეერთებული შტატების ინტერესი მხოლოდ გაიზარდოს".
მისი თქმით, ის, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაა ჩართული არის "ეფექტურობა, სწრაფი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი ცვლილებები" და სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან.
მხოლოდ და მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს ეს შესაძლებლობა რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი ვითარებისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, შეერთებული შტატების ინტერესი მხოლოდ გაიზარდოს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა გაიზარდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ჩართულია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, იქ არის ეფექტურობა, იქ არის სწრაფი გადაწყვეტილებები, იქ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაბამისად ჩვენ გვსურს სწორედ ეს და ამაზე ვისაუბრეთ კონგრესის დელეგაციასთან," - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.