ComCom-ის თავმჯდომარედ ოცნების ექს დეპუტატი აირჩიეს

29.01.26 14:51
ComCom-ის თავმჯდომარედ ოცნების ექს დეპუტატი აირჩიეს

კომუნიკაციის კომისიის თავჯდომარედ  გოგა გულორდავა აირჩიეს - ის ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს და გულორდავას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.

გოგა გულორდავა ქართული ოცნების პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა ტელეკომპანია იმედში ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა.

2016-2020 წლებში იყო პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებიბას იკავებდა.