ლევან ხაბეიშვილის მიმართვას ოპოზიციისთვის “ოცნებაში“ პასუხობენ
ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას “ოცნებაში“ ეხმაურებიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არ აქვთ დიდი სურვილი ოპონენტებთან დებატებში შევიდნენ და განსაკუთრებით იმათთან, ვის აკრძალვის მოთხოვნითაც განაცხადი უკვე შეტანილი აქვთ.
გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილი ვერაფერს შეცვლის და მისი საუბარი “აბსოლუტურია დემაგოგიაა.“
“რა უნდა შეცვალოს ხაბეიშვილმა, გარდა იმისა, კრივის მაგივრად ჭიდაობაში დაიწყოს ვარჯიში“, - ამბობს ის.
ალბათ, ერთმანეთში დებატებს გულისხმობენ. ახლა დავმარცხდით, ხელი ამოგვიტრიალეს - ხელი რატომ ამოგიტრიალეს იმაზე ილაპარაკე. ეს აბსოლუტური დემაგოგიაა. ვინ ამოგიტრიალდებდა ხელს, გქონდა აგერ 40% ადგილების პარლამენტში და არ შემოვიდნენ იმ განზრახვით, რომ რევოლუცია იქნებოდა. რა უნდა შეცვალოს ხაბეიშვილმა, გარდა იმისა, კრივის მაგივრად ჭიდაობაში დაიწყოს ვარჯიში. ვერ შეცვლის, ის რაც აქვს “ქურქუმალ ვაითი“ აქვს და იმის ცვლილება შეუძლებელია, - ამბობს ვოლსკი.
ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლების, რომლებიც პირობებს აყენებენ, ნამდვილად არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ამ ენით ისაუბრონ.
ის რადიკალები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ნამდვილად არ არიან იმ პირობებში, რომ პირობები აყენონ. უფრო მეტიც, უმრავლესობა მათგანი წარმოადგენენ იმ პარტიებს, ვის აკრძალვაზეც ჩვენ განაცხადი გვაქვს შეტანილი. პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურია და მისი წარმომადგენელი, ნადვილად ვერ იქნება მოაზრებულიდ ებატების მხარედ, - ამბობს წილოსანი.
"დაიწყეთ ნამდვილი დიალოგი, იმუშავეთ პატიმრების ციხეებიდან გამოსახსნელად" - ამის შესახებ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.
დაკავებულმა პოლიტიკოსმა, კოლეგებს შესთავაზა "ქართულ ოცნებასთან" დებატებში იმ შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა, თუ ივანიშვილის გუნდი სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებს.