ეს არის მორიგ ჯერზე ზურგის შექცევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის - აბესაძე "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
მორიგ ჯერზე ზურგის შექცევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, - ასე აფასებს “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე “ოცნების“ მიერ "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებას.
მისი თქმით, ეს გრანტები და დახმარება იმ ქვეყნებიდან მოდიოდა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ეს არის პირდაპირი დანაშულებრივი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან და დანაშაულებრივი ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს არის მორიგ ჯერზე ზურგის შექცევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის, რადგან ეს გრანტები და დახმარება, რომლებიც მოდიოდა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამიტომ ვერაფერ ახსნას გარდა ერთისა, რომ ძალიან ეშინიათ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, ძალიან უფრთხიან საკუთარ მომავალ ბედს, რომელიც რეჟიმის დასრულების შემდგომ ამათ ელით, უბრალოდ სხვა ახსნა ამ საკანონმდებლო ცვლილებებს არ აქვს, - განაცხადა აბესაძემ.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს - შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.
- ადამიანები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.