ღარიბაშვილის მხარდამჭერები ყაველაშვილისგან ექს-პრემიერის შეწყალებას ითხოვენ - კამპანია სოციალურ ქსელში

29.01.26 18:03
ღარიბაშვილის მხარდამჭერები ყაველაშვილისგან ექს-პრემიერის შეწყალებას ითხოვენ - კამპანია სოციალურ ქსელში

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები მიხეილ ყაველაშვილისგან ექს-პრემიერის შეწყალებას ითხოვენ - ახალი კამპანია სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის გულშემატკივრებმა დაიწყეს. 

ფეისბუქ გვერდზე ამ დრომდე ერთი საჯარო პოსტი და ასობით კომენტარია, თხოვნით - "შეიწყალეთ ღარიბაშვილი".  

"პირველები"  დაინტერესდა, ხომ ყოფილი პრემიერი მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და კითხვები ღარიბაშვილის ადვოკატს, მიხეილ შაყულაშვილს დაუსვა. 

ამ კვირაში ვნახე მგონი ორშაბათს. ჩვეულებრივად გრძნობს თავს, ჯანმრთელად არის, ნორმალურად არის, სათქმელი არაფერი აქვს. პირობები როგორც სხვას ისე მასაც.

რაც შეეხება მიმართვას და პოლიტიკურ ნაწილს, მაგ მიმართულებით არ ვერევი. სუფთა სამართლებრივი კუთხით, ბატონ ირაკლის მსგავსი არაფერი გამოუთქვამს. აპირებს, თუ არ აპირებს, ამ ეტაპამდე არ გამოუთქვამს მასეთი მიდგომა, რომ რაიმე დაიწეროს (შეწყალებაზე)", - ამბობს მიხეილ შაყულაშვილი. 

მსგავსი სიახლეები