უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა ერგნეთში - “ვერანაირი კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ“
უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა ერგნეთში - რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების მიუხედავად, “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელმა ვერ მიიღო კითხვაზე პასუხი, როდის გაათავისუფლებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს 13 მოქალაქეს.
ისინი კვლავ რჩებიან ცხინვალის ე.წ. იზოლატორში.
სუს-ის ანალიტიკური დეტარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალებისგან ვერ მოისმინა ვერანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია და კონკრეტული თარიღები, როდის მოხდება მათი გათავისუფლება.
ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, დღევანდელი დისკუსიების არსებითი ნაწილი სწორედ ამ საკითხის განხილვას დაეთმო. სამწუხაროდ, ვერანაირი კონკრეტული პასუხი, გათავისუფლების თარიღებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ, გრძელდება მუშაობა, რათა უკანონოდ დაკავებული ყველა პირი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში. ასევე განვიხილეთ, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული შეზღუდვები ხაზი გაესვა აუცილებლობას, რომ აღნიშნული უნდა იყოს არა გარკვეულ დროის მონაკვეთში, არამედ მთლიანი თვის მანძილზე უნდა იყოს შესაძლებელი. ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეს არ უნდა იყოს პრივილეგია ადამიანთა ვიწრო წრისთვის. სამწუხაროდ, ამ საკითხზე გაჟღერდა ტრადიციული მოსაზრება, მოხდა ჰუმანიტარული საკითხის სხვა საკითხებთან დაკავშირება, რაც მიუღებელია, - განაცხადა ანთიძემ.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 130-ე შეხვედრა შედგა.