"ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს - ახალი საკანონმდებლო ცვლილებები
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი რეპრესიული კანონების დამტკიცებით გახსნის. "ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებსივანიშვილის გუნდი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაანონსა ყველასთვის და თითქმის ყველა სფეროში.
ახალი რეგულაციების დაანონსება დროში ემთხვევა თბილისში კონგრესის სამუშაო ჯგუფის ოფიციალურ ვიზიტს. ამიტომაც, ოპოზიციის ტქმით, არ არის გამორიცხული ოცნებამ მძიმე კანონების გაუქმება სანქციების მოხსნის საპირწონედ დააყენოს და პარტნიორებს სწორედ ეს პირობა წაუყენოს.
ამ კანონის მიხედვით, თუ "ოცნება" ჩათვლის, რომ თქვენი საქმიანობა პოლიტიკურია ან გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, დაინტერესდება თქვენი შემოსავლით. თუ ეს შემოსავალი უცხოეთიდან გადმორიცხული ფული იქნება, ჩათვლის რომ ეს გრანტია. ნებართვის არარსებობა კი დანაშაულად ჩაგეთვლებათ. ამ რისკის წინაშე კი კანონის მიხედვით ნებისმიერი პირი იქნება. კანონში ასევე წერია, რომ პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდება ბიზნესსაც.
კანონით 8 წლით აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს, თუკი ის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ფინანსურ მხარდაჭერას სხვა ქვეყნისგან იღებს. საინტერესოა,რომ ამ ცვლილებას გეგმავს პარტია, რომლის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკაში სამოქალაქო სექტორიდან მოვიდნენ.
კიდევ რა იკრძალება "ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით - დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.