კამპანია ირაკლი ღარიბაშვილის შესაწყალებლად
მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყეს - მიმართვის ადრესატი მიხეილ ყაველაშვილია. ოცნების მხარდამჭერები ოცნების პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას სთხოვენ. ჯგუფი, სადაც ღარიბაშივლი ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა აიტვირთა და შემდეგ გავრცელდა, 2025 წლის აგვისტოშია შექმნილი და ღარიბაშივილის 3600 მხარდამჭერს აერთიანებს. ადვოკატი ამბობს, ღარიბაშვილს ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.
ჯერ ნათლისღების, შემდეგ კი ნინობის შეწყალება. ღარიბაშივილის პატიმრობის შემდეგ ყაველაშვილმა ჯამში 200 მდე პატიმარი გაათავისუფალა, თუმცა ექს პრემიერის გვარი ვერც ერთ სიაში ვერ მოხვდა. როგორც ჩანს კამპანიის დაწყება ამის შემდეგ გადაწყვიტეს.
"პირველები" დაინტერესდა, რა გეგმა აქვთ ქართულ ოცნებაში და აპირებენ თუ არა ღარიბაშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას - რიგითებს პასუხის გაცემა უჭირთ. ლადო ბოჟაძე გვეუბნება, რომ ყაველაშვილი ღარიბაშვილს არ შეიწყალებს.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.