ვის შეეხება "ოცნების" მიერ გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები

29.01.26 20:24
ვის შეეხება "ოცნების" მიერ გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები

ვინ, ვის, რისთვის და რატომ ურიცხავს ფულს უცხოეთიდან - მალე ამას ქართული ოცნება გააკონტროლებს. კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება აბსოლუტურად ყველა, ვისაც დაფინანსება უცხოეთიდან მიუღია - დაწყებული იურიდიული კომპანიებით, დასრულებული რიგითი მოქალაქეებით, თუ ქართული ოცნება ჩათვლის, რომ ამ მოქალაქეების საჯარო აქტიურობა ქართლი ოცნების იმიჯზე გავლენას ახდენს. 

ივანიშვილის გუნდი უკვე მეოთხე წელია ღიად ებრძვის კრიტიკულ აზრს - ებრძვის მედიას, მესამე სექტორს, პარტიებს აკრძალვით ემქურება, ახლა წრე გაფართოვდა და წნეხი შეეხება ბიზნესსაც და უფრო მეტი, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ფინანსური ბმა აქვს უცხოეთთან.

მაგალითად, თუ ხართ სტუდენტი, ლექტორი, იურისტი, ტრენერი, რომელიც დაფინანსებას იღებს დასავლეთიდან ან მონაწილეობს ისეთ პროექტში, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, იღებს მონაწილეობას ექსპედიციებში და ამავდროულად, სოციალურ ქსელში ან მედიაში ან საჯარო სივრცეში გამოხატავს პოზიციას, რომელიც ოცნების კურსის მიმართ კრიტიკული იქნება, მის ქმედებებს და შემოსავლებს აუდიტის სამსახური და საგამოძიებო უწყებები შეისწავლიან.

ქართული ოცნება ამ ცვლილებებით პოლიტიკური პარტიების გარდა, ემუქრება ემიგრანტებსაც - თუ ისინი თანხას გადმორიცხავენ ოჯახის წევრებთან, ოჯახის წევრი კი ამ ფულით მაგალად აქციებში მონაწილეობისთვის დროშას იყიდის,ა ნ გადაურიცხავს სინდისის პატიმრების ოჯახებს - ოცნება დასჯის  ორივეს. საციხო საქმე ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშიო მონაწიელობა , თუ კი ეს აზრი ოცნების წინააღმდეგ არის მიმართული. 

ვის შეეხება "ოცნების" მიერ გამკაცრებული "გრანტების შესახებ" კანონი - დეტალები, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები