ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნა ოპოზიციას - პოლიტიკური გზავნილები სასამართლოს დარბაზიდან

29.01.26 20:59
ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნა ოპოზიციას - პოლიტიკური გზავნილები სასამართლოს დარბაზიდან

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს უწუნებს. "თუ ბრძოლა არ შეგიძლიათ,  დიალოგი მაინც დაიწყეთ ოღონდ დათქმული პირობებით" - ეუბნება "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერი პარტნიორ პოლიტიკოსებს.  ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ დებატები ოპოზიციასა და ივანიშვილის პარტიის წევრებს შორის  მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შედგეს,თუ ჯერ "ოცნება" ციხიდან სინდისის პატიმრებს გაათავისუფლებს. 

პოლიტიკური გზავნილები დღეს სასამართლოს დარბაზიდან ისმოდა, სადაც ლევან ხაბეიშვილი განსასჯელის სკამზე იჯდა. დღესაც პროცესი მთავარი მოწმეების დაკითხვის გარეშე ჩატარდა.  მეოთხე თვეა სასამართლოში დაკითხვაზე ვერ მიიყვანეს ვერცერთი ის სპეცრაზმელი, რომელმაც თავი ხაბეიშვილის პოლიტიკური დაპირების გამო თითქოს შეურაცხყოფილად იგრძნეს. ბრალდებული პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ის  ივანიშვილის მძევალია, რომელიც ციხეშიც კი იზოლაციაში მოაქციეს.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.