დიალოგის გაგრძელება აუცილებელია - ჯაბა სამუშიას პირველი კოემნტარი

02.02.26 19:08
დიალოგის გაგრძელება აუცილებელია - ჯაბა სამუშიას პირველი კოემნტარი

თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ავრცელებს.

განცხადების თანახმად, „სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ის აკადემიურ საბჭოსა და სენატს“.

თსუ-ს ცნობით, როგორც რექტორმა ჯაბა სამუშიამ თქვა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება.

მსგავსი სიახლეები