ფულადი ჯარიმიდან ციხემდე - კიდევ ვის შეეხება "ოცნების" კანონი
პოლიტიკური აზრის გამოთქმა ბიზნესმენებს შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეთ. ისედაც რეპრესიული კანონი ქართულმა ოცნებამ პირველივე მოსმენაზე უფრო დაამძიმა, და ბიზნესს, საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოუცხადა რომ მათი მხრიდან პოლიტიკური აქტივობა ჯერ ადმინისტრაციული, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით შეიძლება დაისაჯოს. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში 20 ათას ლარიანი ჯარიმა იყო მითითებული, თუმცა ეს თანხა ივანიშვილის პარტიას ეცოტავა და არჩევანი ახლა შესაძლოა ბიზნესმენების ციხეში გაშვებაზე გააკეთონ.
ეს კანონი რომ ერთი წლის წინ ყოფილიყო მაშინ ციხეში გაუშვებდნენ ყველა იმ ბიზნესმენს, ვინც ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებებს აკეთებდა და ხელს აწერდა. ციხეში უნდა წასულიყვნენ, თავად ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენებიც, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ოცნების კანონებს. ერთადერთი ვისაც პოლიტიკური აქტივობა არ აეკრძალებათ, ეს ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატები იქნებიან.
კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძვლებიც. ქართული ოცნება პოლიტიკაში ყოფნას უკრძალავს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს, არამედ მაგალითად მედიის წარმომადგენლებსაც. მაგალითად, თუკი რომელიმე ჟურნალისტი გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში უნდა წასვლა, ამას მის მიერ ბოლოს არებული ხელფასიდან რვა წლის შემდეგ შეძლებს.